Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    აპრილი 27, 2024

    სამუშაო ვიზიტი იუსუფელისა და არკუნის კაშხლებზე

    „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ბჰატი,   კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, სამუშო ვიზიტით  იუსუფელისა და არკუმის ჰიდროელექტროსადგურებზე იმყოფებოდა. ვიზიტი თურქეთის უმსხვილესი ენერგო მწარმოებელიას Enerjisa Üretim-ის მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანიის მფლობელობაშია ჰიდროელექტრო, ბუნებრივი აირისა და ქარის სადგურები. Enerjisa Üretim მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგეტიკული ტრანზაქციის პროცესში.

    270 მეტრის სიმაღლის იუსუფელი ყველაზე მაღალი კაშხალია თურქეთში და ორმაგი მრუდის ბეტონის თაღით მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლების ათეულშია. იუსუფელის კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს მდინარე ჩურუხზე, შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთით, ართვინიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კილომეტრში.

    ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდს გასცნობოდნენ ინოვაციური ტექნოლოგიებს და მდგრად პრაქტიკას, რომელიც დანერგილია

    იუსუფელისა და არკუმის ჰიდროელექტროსადგურებში. ოპერატორებთან და ტექნიკურ ექსპერტებთან თანამშრომლობით, გუნდის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს ენერგეტიკული  ობიექტების საოპერაციო გამოწვევებსა და წარმატებებზე.

    „მადლობას ვუხდით Enerjisa Uretim-ის წარმომადგენლებს, იუსუფელისა და არკუმის ჰიდროელექტროსადგურების გუნდებს ჩვენი ვიზიტის დროს თბილი დახვედრისა და დისკუსიებისთვის,” - განაცხადა სატიშ ბჰატმა. "მათი სწრაფა სრულყოფილებისა და მდგრადობისაკენ ნამდვილად დასაფასებელია. ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და ინოვაციების ხელშეწყობის მუდმივი ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენი დიდი სურვილია გავავრცელოთ ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა როგორც ჩვენს ორგანიზაციაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „აჭარისწყალი ჯორჯია“ მტკიცედ მიჰყვება დასახულ მიზანს - გამოიყენოს უახლესი ტექნოლოგიები და დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა ჰიდროელექტრო ენერგეტიკული ობიექტების ეფექტურობის, საიმედოობისა და მდგრადობის გასაუმჯობესებლად. თანამშრომლობის კულტურისა და მუდმივი გაუმჯობესების გზით, „აჭარისწყალი ჯორჯია“ მიზნად ისახავს პოზიტიური ცვლილებების წარმართვას ინდუსტრიაში და საკუთარი წვლილის შეტანას უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლის შენებაში. ''