Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ოქტომბერი 02, 2024

    AGL მხარს უჭერს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქალთა ჯანმრთელობას

    ოქტომბერი სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენით სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენი კომპანია  მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან საქმეს და მოუწოდებს ქალებს, პრიორიტეტულად მიიჩნიონ მათი ჯანმრთელობა.
    ჩვენ მოუწოდებთ ყველა ქალს, გადადგას პროაქტიული ნაბიჯები რეგულარული სკრინინგისა და მამოგრაფიის მნიშვნელობის გაცნობიერებით. ადრეული გამოვლენა გადამწყვეტია ეფექტური მკურნალობისთვის და შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ნიშნებისა და სიმპტომების ცოდნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრევენციასა და ადრეულ დიაგნოზში.