Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    მაისი 12, 2023

    სასკოლო საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

    „აჭარისწყალი ჯორჯია“ კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აცხადებს სასკოლო საგრანტო კონკურსს ზუსტი და საბუნებისმეტყველო  განათლების ხელშეწყობის მიზნით. კონკურსის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერებების სხვადასხვა დარგში, ასევე მათი წახალისება და დაინტერესება, რათა შეძლონ მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით წარმოჩენა.

    კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებს.

    წარმოდგენილი საკონკურსო იდეები/პროექტები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს  საგანმანათლებლო/შემეცნებითი, შემოქმედებითი, გამოგონება და სხვა სახის შემდეგი მიმართულებებით:

    ა) ფიზიკა;

    ბ) ასტრონომია;

    გ) ქიმია, ბიოქიმია, ჯანდაცვა;

    დ) ბიოლოგია;

    ე) გარემოსდაცვითი მეცნიერებები, გარემოსდაცვითი ინჟინერია;

    ვ) მათემატიკა;

    ზ) კომპიუტერული მეცნიერებები და ა.შ.

    საუკეთესო პროექტებს კომისია გამოავლენს. კონსურსის მხარდამჭერია ხულოსა და შუახევის რესურსცენტრები.

    კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია და წარმოსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ქვემოთ:

    საგრანტო კონკურსი განცხადება

    საგრანტო პროექტის განაცხადი 

    ფინანსური ანგარიშის ფორმა