Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ივლისი 26, 2021

    საქსტატის ჯილდო წარმატებული თანამშრომლობისთვის

    კვირას 25 ივლისს, სტატისტიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’, როგორც ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით საუკეთესო კომპანია დააჯილდოვა. ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ქვეყნის მასშტაბით 10 საუკეთესო ბიზნეს კომპანიას შორის მოხვდა და ის ერთადერთია ენერგო სექტორში, რომელიც წელს წარმატებული თანამშრომლობისთვის  დაჯილდოვდა.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 102 წლის იუბილეზე, წარმატებული და ღვაწლმოსილი თანამშრომლები, ინფორმაციის მიმწოდებელი საუკეთესო ბიზნეს კომპანიები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები დააჯილდოვა.

    ღონიძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.