პრეს რელიზი
შეხვედრა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მენეჯმენტთან
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რაკეშ ნაიკმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა ნინო დიასამიძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
კომპანიამ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო. ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ გოდერძის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და განითარება 100 000 დოლარით დააფინანსა. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის პროექტი დაიწყო მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების ფარგლებში, რომელიც ,,მერსი ქორსი’’ საქართველომ განახორციელა.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესის მფლობელია. კომპანია ლიდერია ენერგო სექტორში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში 100-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელდა, რომელთა მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაა.