პრეს რელიზი
ივნისი 06, 2020
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day – WED) ყოველ წელს 5 ივნისს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 1972 წელს დააწესა და მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის და ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. მიმდინარე წლის თემად ბიომრავალფეროვნება დასახელდა.
ამ დღესთან დაკავშირებით კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში ხეები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე და სუფთა გარემოს შექმნაში.