Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    მაისი 20, 2020

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევი ჰესი დაათვალიერეს

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შუახევი ჰესი დაათვალიერეს.

    ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა. შუახევი ჰესის მსგავსი სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უახლოეს წლებში, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ასეთ პროექტებს და ყოველთვის დავუჭერთ მხარს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, შუახევის ელექტრო სადგურის დათვალიერების შემდგომ.

    ,,შუახევიჰესი უკვე ოპერირებს სრული დატვირთვით. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელიც პროექტმა მოუტანა მუნიციპალიტეტებს ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჯვაძემ.

    ,,ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგო პროექტი განვახორციელეთ. შუახევი ჰესის ელექტროსადგური წარმატებით მუშაობს და ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველოს ელექტროსისტემას.’’-  განაცხადა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

    შუახევი ჰესის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან  ენერგო პროექტს, რომელიც  ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა.  ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.