Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    აპრილი 22, 2021

    COVID19 - რეგიონის მხარდაჭერა გრძელდება!

    23 აპრილს, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ ადგილობრივ თვითთმართველობებთან თანამშრომლობით, შუახევი ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობის და საკვები პროდუქტების მიწოდება დაიწყო. კომპანიის მხარდამჭერის პროგრამა შეეხება ხულოსა და შუახევში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ჯამურად მოიცავს თოთხმეტ სოფელს: ჩანჩხალო, დიდაჭარა, დიაკონიძეები, ოქრუაშვილები, მახალაკიძეები, ახალდაბა, წაბლანა, წაბლიანი, კვატია, ღურტა, პაქსაძეები, გელაძეები, ვაშლოვანი და ყინჩაური.

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ქვეყანაში კოვიდ19-ის გავრცელების პირველივე ეტაპზე ჩაერთო ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახლად გახსნილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფაში.

    ამავდროულად, კომპანია მაღალი სტანდარტით იცავს როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ განკარგულბებს და რეკომენდაციებს,  ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პროცესში.

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რეგიონის საჭიროებებზე ორიენტირებულ სოციალურ პროექტებს მუდმივად გააგრძელებს.