პრეს რელიზი
მარტი 10, 2020
შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო
ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანმა ენერგო ობიექტმა შუახევი ჰესმა ოპერირება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაეშვა 178 მეგავატი სიმძლავრის შუახევიჰესი, ხოლო 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესის ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.
შუახევიჰესის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგო პროექტს, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა.
შუახევი ჰესი გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც შეამცირებს ქვეყნის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულებას.
განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, როგორიც არის მზის და ქარის ელექტროსადგურები, შუახევ იჰესი ქართული ენერგო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში.