Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ka.Feb 28, 2020

    პრაშანტ ჯოში Gncold-ის კონფერენციას დაესწრო

    „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, 28 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ყოველწლიური კონფერენცია – მოწინავე მიდგომები კაშხლების უსაფრთხოებისათვის გაიმართა.

    კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების მიმართულებით მომუშავე კომპანიებმა,  მათ შორის შვეიცარულმა შტუკიმ, იტალიურმა ტუნელ კონსულტინგმა, ეუროკოსმა და ესპანეთის მაღალი კაშხლების კომიტეტის წარმომადგენლებმა.

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ხელმძღვანელობს მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხოების ყველაზე მაღალი სტანდარტებით. გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ საფუძვლინად და სიღრმისეულად შევისწვლეთ ახალი ტექნოლოგიები.   შევიმუშავეთ უსაფრთხოების მართვის სისტემა რაც მოიცავს უსაფრთხოების ეფექტურობის ანალიზს, ჩავატარეთ ყოვლისმომცველი გეოლოგიური კვლევები,  ვახორციელებთ გვირაბების ინტენსიურ ინსპექტირებას და დავნერგეთ  გვირაბების მონიტორინგის სისტემა უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. დიზაინის ცვლილება განხორციელდა გარემოსა და სოციალური საკითხების გათვალისწინებით”- განაცხადა პრაშანტ ჯოშმა, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა.