პრეს რელიზი
ka.Feb 06, 2020
მემორანდუმი აჭარის მთავრობასთან
დღეს, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.