Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ნოემბერი 20, 2019

    საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან

    ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჰესის ოპერირების უსაფრთხოების საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო. პირველი შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენლება მიაწოდეს ინფორმაცია კაშხლის, წყალსაცავისა და ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების შესახებ. ისაუბრეს იმ აკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ, რომელბიც განთავსდება კაშხლის ქვედა ბიეფში მდინარის კალაპოტში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და კომპანიის თანამშრომლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

    „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ასევე სოფ. ხიჭაურის მოსახლეობასთან. მსგავს შეხვედრებს კომპანია მომავალშიც გეგმავს და მოიცავს ყველა სოფელს, რომელიც ჰესის ოპერირების არეალშია მოქცეული.

    შუახევი ჰესი ელექტროენერგიის გამომუსავებას 2020 წელს დაიწყებს. მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილია 9 მეგავატიანი სხალთა ჰესის გაშვება, ხოლო მომავალ წელს – შუახევი ჰესი მთლიანი დატვირთვით შევა ექსპლუატაციაში.