Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ოქტომბერი 10, 2019

    შუახევი ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2020 წელს დაიწყებს

    შუახევი ჰესი სატესტო ოპერირებისთვის ემზადება. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია 9 მეგავატი სიმძლავრის სხალთა ჰესის სატესტო რეჟიმში ოპერირების დაწყება, 2020 წლის დასაწყისში 178 მეგავატი სიმძლავრის შუახევი ჰესის ელექტროსადგურის გაშვება 50%-იანი დატვირთვით, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე ორივე ჰესი სრული დატვირთვით შევა ოპერირებაში.

    ,,პროექტის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, მინდა მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროექტის გუნდს, რომელიც ბრიტანელი, ქართველი, გერმანელი, ინდოელი, თურქი, ავსტრიელი, ესპანელი, ჩეხი ინჟინრებისგან და ადგილობრივი ქართველი თანამშრომლებისგან შედგება.  ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ შუახევიჰესი იყოს უსაფრთხო და მდგრადი პროექტი არამარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ  მაღალი საოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტით“ – განაცხადა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

     შუახევი ჰესი მაღალმთიან აჭარაში ხულოსა და შუახევი ჰესის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შენდება, პროექტი წარმოადგენს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც გაზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და შეამცირებს  იმპორტზე დამოკიდებულებას.

    კომერციული ოპერირება შუახევი ჰესმა თავდაპირველად 2017 წელს დაიწყო, თუმცა 38 კილომეტრი სიგრძის გვირაბის, ჯამურად 300 მეტრიანი მონაკვეთის რამდენიმე ადგილას დაზიანების გამო ჰესის ოპერირება შეჩერდა. ჩატარებული კვლევების თანახმად დადგინდა, რომ გვირაბში წყლის ინტენსივობის შედეგად შემცირებულმა ქანების სიმძლავრემ გამოიწვია დამონტაჟებული საყრდენის გადატვირთვა და შემდგომ  გვირაბის დაზიანება. სამშენებლო სამუშაოების განახლებამდე ჩატარდა ყოვლისმომცველი კვლევები, ტესტირებისთვის აღებულ იქნა 1,000-ზე მეტი ქანის ნიმუში, კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა ქანების გამაგრების სტრატეგია ,,ფაზა 2-სთვის“. პროცესში მონაწილეობდნენ ექსპერტები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის:  3G Austria და პროფესორი ლუის დემელო,  Zeidler Associates, Lahmeyer (ამჟამად Tractebel), შუახევი ჰესის პროექტის მენეჯერად მოწვეულ იქნა პიტერ პიტსი, გვირაბის მშენებლობის მიმართულებით, ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტი მსოფლიოში.

    ,,გვირაბის სამშენებლო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, შუახევი ჰესი ათწლეულების მანძილზე წარმატებით განახორციელებს ოპერირებას და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში“  – განაცხადა  პროექტის მენეჯრმა პიტერ პიტსმა.

    პროექტის მფლობელი კომპანია  აჭარისწყალი ჯორჯია 2014 წლიდან  ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, კომპანია ამავდროულად ლიდერია აჭარის რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. შუახევი ჰესის პროექტმა ქართულ ენერგო სექტორში შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებით.

    ,,ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგო რესურსების ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფთხოებისთვის.  შუახევი ჰესი, სხვა ჰიდროენერგო პროექტებთან, ამავდროულად მზის და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად,  ხელს შუწყობს ინტეგრირებული ენერგო სისტემის შექმნას, გააძლიერებს სისტემის სტაბილურობას  და გაზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პროექტი განხორციელდეს მაღალი ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტით“ – განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.