პრეს რელიზი
მარტი 05, 2019
სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი
მიმდინარე წლის 4 მარტს „შუახევი ჰესზე“ გაიმართა სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს. შპს „სახანძრო უსაფრთხოებისა და მომსახურების“ წარმომადგენლებმა „შუახევი ჰესის“ ოპერირების გუნდსა და სამშენებლო ბანაკების დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგანგებო სიტუაციების მართვა, პერსონალის ევაკუაცია ხანძრის დროს, ხანძრისა და ცეცხლმაქრების კლასიფიკაცია, ასევე ჰიდროელექტროსადგურის სავენტილაციო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებზე.
პრაქტიკული მეცადინეობების დროს სიმულირებული იყო ღია ცეცხლი, რომლის ჩაქრობა მოხდა სხვადასხვა სახის ცეცხლმაქრებით (ფხვნილოვანი, ნახშიროჟანგოვანი, ქაფოვანი), აგრეთვე ნაჩვენები იყო სახანძრო ჰიდრანტების მუშაობის პრინციპები და გამოყენების წესები.