Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ka.Feb 22, 2019

    პრაშანტ ჯოში საერთაშორისო კონგრესს დაესწრო

    მიმდინარე წლის 19-20 თებერვალს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ საერთაშორისო კონგრესში: „ჰიდროენერგეტიკა კასპიის რეგიონსა და ცენტრალური აზიაში 2019“. ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა წარმოადგენს პროფესიონალურ პლატფორმას მაღალი რანგის წარმომადგენლების დიალოგისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირების ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

    პრაშანტ ჯოშმა ისაუბრა „შუახევი ჰესის“ მაგალითზე გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობაზე. თბილისში გამართულ საერთაშორისო კონგრესში „ჰიდროენერგეტიკა კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში“ მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა სტუმარმა სხვადასხვა ქვეყნიდან.

    მომდევნო დღეს ჯოში ასევე დაესწრო საქართველოს ბანკისა და „გალტ & თაგარტის“ ერთობლივ კონფერენციას თემაზე „ენერგო სექტორის პერსპექტივები.“