პრეს რელიზი
კომპანიის განცხადება მდინარეში თევზის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ეხმაურება ხულოსა და შუახევის მოსახლეობის წუხილს მდინარე აჭარისწყალში თევზის რაოდენობის შემცირების თაობაზე. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენი კომპანია 2013 წლიდან დღემდე ახორციელებს მდინარის ჰაპიტატების, კერძოდ თევზების და წყლის მაკროუხერხემლოების კვლევასა და მონიტორინგს. მონიტორინგი ხორციელდება 15 სადგურზე, წელიწადში 4-ჯერ როგორც მდინარის წყალმცირობის, ასევე წყალუხვობის პერიოდში. მონიტორინგი ითვალისწინებს კამერალურ კვლევებს, საველე კვლევებს, მოპოვებული მასალის ლაბორატორიულ დამუშავებასა და ანამნეზს.
მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მდ. აჭარისწყლის აუზის იქთიოცენოზის სტრუქტურაში არ შეინიშნება. მონიტორინგის 2013-2017 წლების კვლევის მონაცემებს შორის აღნიშნული სხვაობა კოლხეთის მთის ტიპის მდინარეთათვის სახასიათო წლიური ფლუქტუაციების ფარგლებშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგური ჯერ ექსპლუატაციაში არ შესულა და შესაბამისად, პროექტს არ შეიძლება რაიმე ზემოქმედება ქონდეს თევზის რაოდენობის შემცირებაზე.