Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ka.Jan 18, 2018

    World Vision-ის წარმომადგენლები შუახევი ჰესს ეწვივნენ

    აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. სტუმრებმა ასევე შუახევის ჰიდროელექტროსადგურიც დაათვალიერეს.

    არასამთვარობო ორგანიზაციის და „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ფრიდონ ფუტკარაძესაც შეხვდნენ, სადაც განიხილეს შშმ პირთა პრობლემები რეგიონში და შშმ პირთათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის, კერძოდ კადრების გადამზადება – დასაქმების საკითხიც. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა შშმ პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მშნებლობა დაათვალიერეს.