პრეს რელიზი
დეკემბერი 20, 2017
ხეების დარგვა შუახევი ჰესის არეალში
18 დეკემბერს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამშრომლებმა შუახევი ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. აღნიშნული ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანასა და ასევე კომპანიის თანამშრომელთა გუნდურობის ჩამოყალიბებას.
„აჭარისწყალი ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა სხავდასხვა ადგილობრივი ჯიშების ნერგები დარგეს, როგორიცაა მუხა, კაკალი, ფიჭვი და ა.შ. ჯამში 70 ნერგი.
კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.