სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ერთსართულიანი ხის კონსტრუქციის შენობა 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობისთვის 157 ათასი ლარი დაიხარჯა. მშენებლობა შუახევის მუნიციპალიტეტის და “აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით განხორციელდა.
საბავშვო ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. საბავშვო ბაღში 13 ადამიანი დასაქმდა.
„ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჩვენი კომპანიისთვის ჩავრთულიყავით თემის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელსაც მხარს უჭერდა ადგილობრივი გამგეობა. ჩანჩხალოს ბაღი არის კარგი მაგალითი თუ ერთობლივი ძალებით რამდენად კარგი პროექტების გაკეთება არის შესაძლებელი,” განაცხადა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორმა, ზვიად დიასამიძემ.