პრეს რელიზი
ყოფილი თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდება
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ,,შუახევი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების და ოპერირებაზე გადასვლის ეტაპზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის პროექტს იწყებს, რაც საშუალებას მისცემს ყოფილ თანამშრომლებს განივითარონ ახალი უნარები, რათა უფრო ადვილად იპოვონ სამუშაო ადგილი კონკურენტულ ბაზარზე.
სასწავლო პროგრამა შემუშავდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების სრულად გათვალისწინებით. ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსებს აფინანსებს აჭარის საგანმანათლებლო ფონდი ხოლო საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამას მართვის აკადემია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია სრულად უზრუნველყოფს მსმენელთა ტრანსპორტირებას ხულოსა და შუახევიდან ბათუმამდე.
სასწავლო პროგრამაში ჯამურად, ხულოსა და შუახევი მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ადგილობრივი მცხოვრები. პროექტში გარდა ყოფილი თანამშრომლებისა, ჩაერთვებიან მიწის მესაკუთრეები, რომლებმაც კუთვნილი მიწის 50% დათმეს პროექტის სამშენებლო სამუშაოებისთვის.
საგანმანათლებლო ტრენინგში ჩართულ ადამიანებს, დღეს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში და მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე შეხვდნენ და სასწავლო პროცესს გაეცვნენ.