პრეს რელიზი
აგვისტო 05, 2013
მშენებლობის ნებართვა
მიმდინარე წლის 17 ივლისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაამტკიცა შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მდინარე აჭარისწყალზე შუახევის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის (შუახევი ჰესი 175 მგვტ და სხალთა ჰესი 9,8 მგვტ) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
31 ივლისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა გასცა.