Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ივნისი 25, 2016

    სტუდენტების სტაჟირების მეორე ეტაპი დაიწყო

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტთა სტაჟირების ახალ ეტაპს იწყებს ,,შუახევიჰესის“ მშენებლობის პროექტში. შერჩევის პროცესი დაახლოებით ერთ თვის მანძილზე გრძელდებოდ, რის შედეგედაც ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის ფაკულტეტის სამი სტუდენტი შეირჩა:  ალექსანდრე ქომეთიანი, დათო შანთაძე  და ინესა ბურჯანოვი. შერჩევით მთავარი კრიტერიუმი იყო ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა და ტექნიკური საკითხების თეორიული ცოდნა. სტაჟირება ანაზღაურებადია და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

    ,შუახევიჰესის“ მშენებლობის პროექტში სტუდენტების ჩართულობა საქართველოს ჰიდროენერგო სექტორის პროფესიონალი  კადრებით  გაძლიერებას ისახავს მიზნად. სტაჟრების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან.  სტუდენტები როტაციის პრინციპით იმუშავებენ სხვადასხვა ობიექტებზე,  მონაწილეობას მიიღებენ ელექტროსადგურისა და კაშხლების მშენებლობაში.

    შუახევი ჰესზე სტაჟირების პირველი ეტაპი 2016 წლის ზაფხულში განხორციელდა,