პრეს რელიზი
უფროსკლასელთა მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო
აჭარისწყალი ჯორჯია შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, ინგლისურ ენაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთის მოსამზადებელ პროგრამას ახორციელებს.
გაკვეთილები, სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ ხუთ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს: ხიჭაურის, ხულოს, ღურტის, სხალთის, დიდაჭარის.
პროექტის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ, მოხდა ინგლისური ენის პედაგოგების შერჩევა კონკურსის წესით. 2015 წლის 13-15 ოქტომბერს ჩატარდა ტესტირება მოსწავლეებისათვის, ტესტირების შედეგად 135 მოსწავლე 11 სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდა.
სასწავლო ცენტრები აღჭურვილია სასწავლო პროცესისათვის საჭირო ინვენტარით. სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პედაგოგებს კომპიუტერული ტექნიკით. მოსწავლეებს ემსახურებათ კომპანიის მიერ დანიშნული მინიავტობუსები.
კომპანია რეგულარულად აწარმოებს სწავლების მიმდინარეობის მონიტორინგს.