პრეს რელიზი
მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 8-9 ივნისს, ბათუმში, კონფერენცია Partnerships 4SDGs – მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, იზა გოცაძემ მიიღო. მსჯელობა 2030 წლის დღის წესრიგის პოლიტიკის დონეზე ლოკალიზაციას შეეხო.
პანელის ფარგლებში, ევრორეგულაციების და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საუკეთესო პრაქტიკა დამსწრეებს „თიბისი ბანკის“, APM Terminals Poti და Hilton Batumi წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ქათამაძემ გახსნეს.
კონფერენციაში მონაწილეობა კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.